კინო
08 Feb
ჯეი დუპლასი, „გნახავ, როცა გნახავ“ და სანდენსის კინოფესტივალი 2026
23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეი და მარკ დუპლასებმა სამდოლარიანი შვიდწუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ეს ჯონია“ გადაიღეს, რომლის პრემიერაც 2003 წელს სანდენსზე შედგა და მათ კარიერას დასაბამი მისცა. წელს, ჯეი დუპლასი (რომელმაც ახლახან გადაიღო „ბალტიმორელები“) პარკ-სითიში რეჟისორის რანგში ბრუნდება ფილმით „გნახავ, როცა გნახავ“ – ბნელი იუმორით სავსე დრამედი, რომელიც პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) და ოჯახთან ურთიერთობის გამკლავებას ეხება. დუპლასი იხსენებს სანდენსის გადამწყვეტ როლს მის კარიერაშ