კინო
26 Feb
ვაიოლა დევისი გრაფიკული ნოველის, „ველური: ცოდვილის ლოცვა“-ს ადაპტაციაზე იმუშავებს
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მსახიობი, ვაიოლა დევისი, თავის საპროდიუსერო კომპანია JuVee Productions-თან ერთად, Afro-fantasy ჟანრის გრაფიკული ნოველის, „ველური: ცოდვილის ლოცვა“-ს ადაპტაციაზე იმუშავებს. პროექტი, რომელშიც დევისი, სავარაუდოდ, ეკრანზე არ გამოჩნდება, სებასტიან ა. ჯონსის შურისძიების ფანტაზიურ სამყაროს, ასუნდას, გააცოცხლებს და ახალ სიუჟეტს შესთავაზებს ფანებს.