კინოფესტივალი
22 Feb
ბერლინის კინოფესტივალზე პოლიტიკურმა ფილმებმა გაიმარჯვეს: „ყვითელი წერილები“ – ოქროს დათვი, სანდრა ჰიულერი, ანა კალდერ-მარშალი და ტომ კორტნი დაჯილდოვდნენ
76-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჟიურის თავმჯდომარის, ვიმ ვენდერსის თავდაპირველი პოლიტიკური განცხადებების მიუხედავად, მთავარი ჯილდოები პოლიტიკურად აქტიურ ფილმებს გადაეცა. „ოქროს დათვი“ ილკერ ჩატაკის „ყვითელ წერილებს“ ერგო, რომელიც თურქეთის ავტორიტარული მთავრობის პოლიტიკურ დევნაზე მოგვითხრობს. საუკეთესო შესრულებისთვის „ვერცხლის დათვი“ სანდრა ჰიულერს მიენიჭა ფილმ „ვარდში“ განსახიერებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის – ანა კალდერ-მარშალი და ტომ კორტნი ფილმში „დედო