სერიალები
09 Feb
„შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავი ში უიგემი Netflix-ის სერიალ „ველურის“ მე-2 სეზონს შეუერთდა
Netflix-ის კრიმინალური სერიალის „ველურის“ მეორე სეზონს „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავი ში უიგემი შეუერთდა. ის რეი ბურკარტის როლს შეასრულებს, რომელიც მთავარ გმირთან, კაილ ტერნერთან (ერიკ ბანა) კონფლიქტში შედის შვილის გარდაცვალების შემდეგ. სერიალი იოსემიტის ეროვნული პარკიდან ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში გადაინაცვლებს, სადაც ბანას პერსონაჟს იდუმალი მკვლელობის გამოძიება დაევალება.