კინო
15 Feb
Urban Sales-მა ფრანგული რომანტიკული კომედია „თოჯინა“ საერთაშორისო დისტრიბუტორებს მიჰყიდა
Urban Sales-მა არაერთი საერთაშორისო შეთანხმება დადო ფრანგულ რომანტიკულ კომედიაზე „თოჯინა“ („La Poupée Vertigo“), რომელშიც ვენსან მაკენი და სესილ დე ფრანსი მონაწილეობენ. სოფი ბოლიოს სადებიუტო ფილმი, რომელიც წელს ევროპის კინობაზრობაზე დიდი გამოხმაურება მოიპოვა, გერმანიაში, ავსტრიაში, ბენილუქსის ქვეყნებში, ესპანეთში, დსთ-ში და სხვა ტერიტორიებზე გაიყიდა. ფილმის პრემიერა საფრანგეთში 22 აპრილს შედგება.