გართობა
16 Feb
სტენლი ტუჩი მონა ლიზას ქურდობს? ახალი სერიალი „Masterplan“ ქაოსურ ოჯახურ ისტორიას გვპირდება
Prime Video-მ წარმოადგინა ახალი სერიალი „Masterplan“, რომელშიც ოსკარზე ნომინირებული მსახიობი სტენლი ტუჩი მთავარ როლს ასრულებს. ის ლეგენდარულ ქურდს განასახიერებს, რომელიც მონა ლიზას მოპარვას გეგმავს. თუმცა, სიუჟეტი ოჯახურ დრამასაც მოიცავს, რადგან მისი თანამზრახველები მისი დიდი ხნის დაკარგული შვილები აღმოჩნდებიან.