კინო და ტელევიზია
08 Feb
„ლუთერის“ მეორე ფილმს „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი და სხვა მსახიობები შეუერთდნენ
ნეტფლიქსის მომავალ ფილმ „ლუთერის“ მეორე ნაწილის სამსახიობო გუნდი ფართოვდება. იდრის ელბასა და რუთ უილსონს, რომლებიც DCI ჯონ ლუთერისა და ელის მორგანის როლებს დაუბრუნდებიან, შეუერთდნენ ანია ჩალოტრა „ვიჩერიდან“, კაილ სოლერი „პოლდარკიდან“ და სტივენ დილეინი „სამეფო კარის თამაშებიდან“. ფილმში ლუთერი ლონდონში სისასტიკეებით სავსე, შემთხვევითი მკვლელობების ახალი ტალღის გამოსაძიებლად ბრუნდება, თუმცა ყველა მხრიდან მას სიკვდილით ემუქრებიან.