გასართობი
20 Feb
„სამეფო კარის თამაშების“ სპექტაკლი „შეშლილი მეფე“ სცენაზე დაიდგმება
Deadline-მა დაადასტურა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ შემდეგი ადაპტაცია სცენაზე დაიდგმება. ჯორჯ რ.რ. მარტინი ვესტეროსს სტრატფორდ-ონ-ეივონში მდებარე სამეფო შექსპირის თეატრში ზაფხულისთვის მიიტანს. სპექტაკლი „შეშლილი მეფე“ მოვლენებამდე 15 წლით ადრე, ჰარენჰალის სატურნირო ფესტივალზე ვითარდება. ახალგაზრდა ნედ სტარკი, ლიანა, ჯეიმი ლანისტერი და რობერტ ბარათეონი მთავარი პერსონაჟები არიან. სიუჟეტი ლიანა სტარკისა და რეიგარ ტარგარიენის სასიყვარულო ისტორიას ეხება. ბილეთები აპრილში გაიყიდება.