კინო
13 Feb
„The Drift“: გამოვიდა გადარჩენის თრილერ-დრამის ოფიციალური ტრეილერი
კომპანია Capelight Pictures International-მა გამოაქვეყნა ფილმ „The Drift“-ის ოფიციალური ტრეილერი. ნორვეგიელი მსახიობ თეა სოფი ლოხ ნესის მონაწილეობით გადაღებული გადარჩენის თრილერ-დრამა მაყურებელს არქტიკაში ყინულის ნატეხზე მარტო დარჩენილი მოციგურავის ისტორიას უამბობს. ფილმი აშშ-ის ციფრულ პლატფორმებზე 2026 წლის 24 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი.