კინო
07 Feb
„თემაზე ვარიაციები“ როტერდამის 2025 წლის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვეფხვის“ მთავარი ჯილდოს მფლობელია
როტერდამის 2025 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე (IFFR) „ვეფხვის“ მთავარი ჯილდო მოიპოვა სამხრეთ აფრიკულმა დრამამ „თემაზე ვარიაციები“. „დიდი ეკრანის კონკურსში“ გაიმარჯვა რეზვან შაჰრიარ სუმიტის ფილმმა „ოსტატი“. FIPRESCI-ის ჯილდო ფილმს „მეორეხარისხოვანი როლი“ გადაეცა, NETPAC-ის ჯილდო კი – „მამაჩემის გარდაცვალებისას ერთი ინჩით გავიზარდე“. ასევე აღინიშნა „აჰ გოგონა“ და „მშვენიერი წელი“.