A24-ის ახალი ჰორორი „ბექრუმსი“: ინტერნეტის კრიპირონიდან დიდ ეკრანზე
კინოკომპანია A24-მა გამოუშვა ახალი საშინელებათა ფილმის, „ბექრუმსის“ (Backrooms) პირველი თიზერი, რომელიც ინტერნეტში უკვე დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა. ფილმი ეფუძნება პოპულარულ ონლაინ „კრიპირონს“, რომელიც მოგვითხრობს გაუთავებელი, ყვითელი დერეფნებისა და უცნაური არსებებით სავსე ალტერნატიული განზომილების შესახებ. იუთუბერმა კეინ პარსონსმა, თავისი ვებ-სერიალით, გააფართოვა ეს კონცეფცია, რაც მას თანამედროვე ჰორორის უნიკალურ მოვლენად აქცევს.