კრის ჰემსვორთი „თორი 4“-ისადმი უარყოფით რეაქციებს ეხმაურება
კრის ჰემსვორთმა განიხილა 2022 წლის ფილმის „თორი: სიყვარული და ჭექაქუხილი“ მიმართ არსებული უარყოფითი რეაქციები. მსახიობმა აღიარა, რომ ზოგიერთი მაყურებელი „ძალიან განაწყენდა“ ფილმის კომედიური ტონით და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ზედმეტად გადაამლაშეს იუმორით, განსხვავებით წინა ნაწილისგან „თორი: რაგნაროკი“. ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო და MCU-ს ფილმებისთვის შედარებით დაბალი რეიტინგები აქვს.