სერიალები, გასართობი
27 Feb
სემუელ ლ. ჯექსონის სპინ-ოფ სერიალს ახალი სახელწოდება და ტეილორ შერიდანი, როგორც სცენარისტი, ეყოლება
სემუელ ლ. ჯექსონის პერსონაჟი სერიალიდან „Tulsa King“ საკუთარ სპინ-ოფს მიიღებს. თავდაპირველად „NOLA King“-ის სახელწოდებით ცნობილი პროექტი, გადაკეთდა „Frisco King“-ად და მისი მოქმედება ტეხასის ქალაქ ფრისკოში განვითარდება. ტეილორ შერიდანი პირველი სეზონის რვავე ეპიზოდის სცენარს დაწერს. გადაღებები მარტის ბოლოს დაიწყება.