დანაშაული
11 Feb
ტეხასში მამამ ქალიშვილი დონალდ ტრამპზე კამათის შემდეგ მოკლა
ტეხასში 23 წლის ინგლისელი ქალი მამამ ესროლა და მოკლა. ინციდენტი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობაზე კამათის შემდეგ მოხდა. ლუსი ჰარისონი, რომელიც მამასთან არ ცხოვრობდა, 10 იანვარს, პროსპერში, მკერდში დაიჭრა და ჭრილობებისგან გარდაიცვალა. კოლინის ოლქის დიდმა ჟიურიმ ბრალი არ წაუყენა მამას, კრის ჰარისონს.