სერიალები
10 Feb
Netflix-ის ჰიტი „Untamed“ მეორე სეზონში ჰავაიზე გადაინაცვლებს: ახალი თავი აგენტ ტერნერისთვის
Netflix-ის წარმატებული სერიალი „Untamed“, რომელიც „Yellowstone“-სა და „True Detective“-ს შეადარეს, მეორე სეზონით ბრუნდება. თავდაპირველად მინისერიალად დაგეგმილი შოუ, ახლა იოსემიტის ნაციონალური პარკიდან ჰავაიზე გადაინაცვლებს ახალი საქმის გამოსაძიებლად, ხოლო გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება.