კინო
26 Feb
ოდრი ჰეპბერნზე ორი ახალი ბიოგრაფიული ფილმი მზადდება
ჰოლივუდის ხატის, ოდრი ჰეპბერნის ცხოვრება და კარიერა ორი ახალი ფილმის ფოკუსში მოექცევა. ერთი მათგანი, რომელშიც ჰეპბერნს ლილი კოლინზი განასახიერებს, 1961 წლის კლასიკის „საუზმე ტიფანისთან“ შექმნის კულისებს გაგვაცნობს. მეორე პროექტი, სახელწოდებით „ვახშამი ობრისთან“, რომელშიც მთავარ როლს თომასინ მაკკენზი შეასრულებს, მსახიობისა და მოდის დიზაინერ იუბერ დე ჟივანშის მრავალწლიან მეგობრობას ეძღვნება.