კინო სიახლეები
13 Feb
ემილი მორტიმერის ფილმ „დენისის“ სამსახიობო გუნდს ჯიმ ბროდბენტი, კელი მაკდონალდი და ჯეიმი დემეტრიუ შეუერთდნენ
რეჟისორ ემილი მორტიმერის სადებიუტო ფილმის, „დენისის“ მსახიობთა გუნდს ჯიმ ბროდბენტი, კელი მაკდონალდი და ჯეიმი დემეტრიუ შეუერთდნენ. „A24“-ის და „Fruit Tree“-ის რომანტიკული დრამა 1990-იანი წლების მოსკოვში შეყვარებულ ბრიტანელ სტუდენტსა და რუს პოეტზე მოგვითხრობს. მთავარ როლებს ელისონ ოლივერი და იურა ბორისოვი ასრულებენ.