თეატრი
26 Feb
პატრიკ უილსონის მიუზიკლი „დაკარგული ბიჭები“ ბროდვეიზე პრემიერისთვის ემზადება, პოსტერებიც გამოქვეყნდა
მიუზიკლი „დაკარგული ბიჭები“ (The Lost Boys), რომლის პროდიუსერიც მსახიობი პატრიკ უილსონია, ბროდვეიზე 2026 წლის 27 მარტს შედგება. Gold Derby-მ სპექტაკლის ორი პოსტერი გამოაქვეყნა. ცნობილია მთავარი როლის შემსრულებლები, მათ შორის კაისი ლევი, ელ ჯეი ბენეტი და ალი ლუი ბურზგი. მიუზიკლი ჯოელ შუმახერის 1987 წლის ვამპირული კლასიკის სასცენო ადაპტაციაა და მის სიუჟეტში ცვლილებებს გვთავაზობს.