კინო სიახლეები
23 Feb
ჯონი დეპი და მარგო რობი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ახალ ფილმში? ინსაიდერული ინფორმაცია
მიუხედავად იმისა, რომ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფრენჩაიზის პირველი ფილმი დღემდე დისნეის ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ-ექშენ ნამუშევრად ითვლება, გაგრძელებებმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. თუმცა, მსოფლიო მასშტაბით $4.5 მილიარდზე მეტი შემოსავლის შემდეგ, დისნეი ახალ ეპიზოდზე მუშაობას გეგმავს. უახლესი ჭორები ჯონი დეპის კაპიტან ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნებასა და მარგო რობის შესაძლო მონაწილეობაზე მიუთითებს, რასაც პროდიუსერი ჯერი ბრუკჰაიმერიც ადასტურებს.