კინო
07 Feb
ჩარლი XCX-ის ახალი ფილმი ტაკაში მიიკესთან: როლებში მილი ალკოკი, ნორმან რიდუსი და სხვები
ჩარლი XCX, რომელმაც ცოტა ხნის წინ სანდენსის ფესტივალი ფილმით „The Moment“ დაიპყრო, ემზადება ახალი მასშტაბური პროექტისთვის. ცნობილი იაპონელი რეჟისორის, ტაკაში მიიკეს ფილმი, რომელშიც ის მთავარ როლს შეასრულებს და პროდიუსერიც იქნება, ახალ ეტაპზე გადადის და გამოვლინდა როგორც დამატებითი მსახიობები, ასევე სიუჟეტის დეტალები.