სერიალები
08 Feb
HBO Max-მა კოლეჯის კომედიური სერიალის „Rooster“ პირველი ტრეილერი წარმოადგინა
HBO Max-მა წარმოადგინა კოლეჯის ახალი კომედიური სერიალის „Rooster“ პირველი ოფიციალური ტრეილერი, რომლის ნახვაც მარტიდან იქნება შესაძლებელი. „ტედ ლასოს“ და „შრინკინგის“ შოურანერებისა და „სქრაბსის“ შემქმნელისგან შექმნილი სერიალი მოგვითხრობს ცნობილი ავტორის (სტივ ქარელი) და მისი ქალიშვილის რთულ ურთიერთობაზე, რომელიც კიდევ უფრო იძაბება, როდესაც მამა გაიგებს, რომ სიძე ღალატობს მის შვილს.