კინო და ტელევიზია
17 Feb
ფინ ბენეტის მონაწილეობით გადაღებული „თვალი თვალისთვის“ HBO Max-ის ტოპში პირველ ადგილზე გავიდა და გლობალური სტრიმინგ სენსაცია გახდა
ჰორორი „თვალი თვალისთვის“, ფინ ბენეტის მონაწილეობით, რომელსაც მაყურებელი HBO-ს სერიალებიდან „ჭეშმარიტი დეტექტივი: ღამის ქვეყანა“ და „შვიდი სამეფოს რაინდი“ იცნობს, HBO Max-ზე გლობალურ ჰიტად იქცა და მსოფლიო მასშტაბით ტოპში პირველი ადგილი დაიკავა. ფილმმა, რომელიც კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა, მოულოდნელად დიდი წარმატება მოიპოვა, მიუხედავად თავდაპირველად მოკრძალებული კინოგაქირავებისა.