კინო
27 Feb
Sony-ის აღმასრულებელი დირექტორი მარველის სირთულეებზე: „აუდიტორიას უნდა მოვენატროთ“
Sony Pictures-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომ როტმანმა, ისაუბრა Marvel Studios-ის ბოლო დროს არსებულ სირთულეებზე და მათ მიზეზად კონტენტის ზედმეტი რაოდენობა დაასახელა. მან ხაზი გაუსვა „დეფიციტის“ მნიშვნელობას აუდიტორიის ინტერესის შესანარჩუნებლად და სრული ნდობა გამოუცხადა კევინ ფაიგის ხელმძღვანელობასა და Marvel-ის მიმდინარე ცვლილებებს, მათ შორის სატელევიზიო კონტენტის შემცირებას.