გასართობი
13 Feb
კოსტიუმების დიზაინერების გილდიის დაჯილდოება: „Wicked: For Good“, „The Studio“ და „Palm Royale“ გამარჯვებულთა შორის
ლოს-ანჯელესში, The Ebell-ში, კოსტიუმების დიზაინერების გილდიის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ კინოს, ტელევიზიის, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოსტიუმების დიზაინისა და კოსტიუმების ილუსტრაციის კატეგორიებში. ფილმებიდან დაჯილდოვდნენ „One Battle After Another“, „Frankenstein“ და „Wicked: For Good“, ხოლო ტელესერიალებიდან – „The Studio“, „Palm Royale“ და „Andor“. საპატიო ჯილდოები გადაეცათ მიშელ ქოულს, ჯეიმს კამერონს, ქეით ჰადსონს და ტეიანა ტეილორს.