კინო
27 Feb
A24-ის ახალი ჰორორი „უკანა ოთახები“: ინტერნეტ-ფენომენზე დაფუძნებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა
კეინ პარსონსის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, „უკანა ოთახების“, პირველი თიზერ-ტრეილერი გამოვიდა. A24-ის მომავალი საშინელებათა ნამუშევარი, რომელიც პოპულარულ ინტერნეტ-ფენომენს ეფუძნება, მაყურებელს იდუმალ, გაუთავებელ სივრცეში მოგზაურობას ჰპირდება. ფილმში მთავარ როლს ოსკარზე ნომინირებული ჩივეტელ ეჯიოფორი ასრულებს. პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 2026 წლის 29 მაისს შედგება.