კინო
15 Feb
„კრისტინა“ Netflix-ის ბიბლიოთეკას ტოვებს – სტივენ კინგის საკულტო ადაპტაცია, რომლის გაქრობაც ავტორს, სავარაუდოდ, არ ეწყინება
Netflix-ის ბიბლიოთეკიდან 1 მარტს ჯონ კარპენტერის საკულტო ჰორორ ფილმი, სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაცია „კრისტინა“ ქრება. ფილმი, რომელმაც წლების განმავლობაში საკულტო სტატუსი მოიპოვა, თავად სტივენ კინგისა და ჯონ კარპენტერის მხრიდან არაერთგვაროვან შეფასებებს იმსახურებდა. მისი გაქრობა შესაძლოა ახალ სტრიმინგ პლატფორმაზე გადასვლას ან რიმეიქის მომზადებას უკავშირდებოდეს.