სერიალები
26 Feb
უაინონა რაიდერი, ევა გრინი და კრის სარანდონი სერიალ „უენსდეის“ მესამე სეზონს უერთდებიან
„უენსდეის“ მესამე სეზონს ვარსკვლავური შემადგენლობა ემატება. „უცნაური ამბების“ დასრულების შემდეგ, უაინონა რაიდერი ტიმ ბარტონთან კვლავ თანამშრომლობს და სერიალში იდუმალ პერსონაჟ ტაბითას განასახიერებს. მასთან ერთად, ქასთს უერთდებიან ევა გრინი დეიდა ოფელია ფრამპის როლში და კრის სარანდონი, სავარაუდოდ, ბალთაზარის როლში, რაც ტიმ ბარტონის ფანებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.