ჩივეტელ ეჯიოფორი და სხვა ვარსკვლავები მაიკ ფლენეგანის „ეგზორცისტის“ ახალ პროექტში
ოსკარზე ნომინირებული ჩივეტელ ეჯიოფორი შეუერთდა მაიკ ფლენეგანის „ეგზორცისტის“ ახალ პროექტს, სადაც მასთან ერთად ითამაშებენ სკარლეტ იოჰანსონი, ჯეიკობი ჯუპი, დაიან ლეინი და ლოურენს ფიშბერნი. ფლენეგანი აცხადებს, რომ ეს იქნება ორიგინალური ისტორია „ეგზორცისტის“ სამყაროში, რომელიც პატივს მიაგებს წინამორბედებს, მაგრამ არ არის რიმეიქი ან გაგრძელება. რეჟისორის მიზანია შექმნას თავისი ყველაზე შემზარავი ფილმი. პრემიერა 2027 წლის 12 მარტსაა დაგეგმილი.