„ბითლზის“ ბიოგრაფიულ ფილმებს ოთხი ახალი მსახიობი შეუერთდა
„ბითლზის“ ოთხფილმიან კინო-მოვლენას, სახელწოდებით „The Beatles – A Four-Film Cinematic Event“, მსახიობთა ანსამბლს ოთხი ახალი სახე შეემატა: ლუსი ბოინტონი, მორფიდ კლარკი, ფარჰან ახტარი და ჰარი ლოტი. ფილმები, რომელთაგან თითოეული ლეგენდარული როკ-ჯგუფის კარიერასა და დაშლას ერთ-ერთი წევრის პერსპექტივიდან ასახავს, 2028 წლის 7 აპრილს გამოვა. ბოინტონი განასახიერებს ჯეინ ეშერს, კლარკი – სინტია ლენონს, ახტარი – რავი შანკარს, ხოლო ლოტი – სტიუარტ სატკლიფს.