კინო
09 Feb
A24-ის ახალი რეკორდი: „მარტი სუპრიმი“ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა
A24-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი „მარტი სუპრიმი“ გახდა, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბით 147 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ მეორედ გადაასწრო. ჯოშ სეფდის მიერ გადაღებულ ამ კომედიურ დრამაში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, რომელმაც ამ როლისთვის უკვე მოიპოვა ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში. ფილმი ნომინირებულია ოსკარის ცხრა კატეგორიაში და ჩინეთის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.