„პროექტი „ქალწული მარიამი“: კრიტიკოსები რაიან გოსლინგის ახალ ფილმს 2026 წლის პირველ დიდ ბლოკბასტერად ასახელებენ
ენდი ვეირის ბესტსელერი რომანის, „პროექტი „ქალწული მარიამი“ (Project Hail Mary) ფილმის ადაპტაციამ, რომელშიც რაიან გოსლინგი ასრულებს მთავარ როლს, კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია და უკვე მოიპოვა „2026 წლის პირველი დიდი ბლოკბასტერის“ ტიტული. კრიტიკოსები აღნიშნავენ გოსლინგის „ვარსკვლავურ შესრულებას“ და ფილმის „ამაღელვებელ კინემატოგრაფიას“. სურათი პოტენციურად რამდენიმე ჯილდოს მოპოვებასაც უწინასწარმეტყველებენ. ფილმი კინოთეატრებში 2026 წლის 20 მარტს გამოვა.