კინო სიახლეები
10 Feb
„ყბები: შურისძიება“-სადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „გაქუხებული ზვიგენი“ და მისი ახალი თიზერი
2027 წელს აღინიშნება საკულტო, თუმცა საკმაოდ კრიტიკულად მიღებული ფილმის, „ყბები: შურისძიების“ 40 წლის იუბილე. ამ მოვლენის აღსანიშნავად, Voight-Kampff Productions-ის მფლობელი მაიკ ჯენკარელი დოკუმენტურ ფილმს „გაქუხებული ზვიგენი“ ამზადებს, რომლის თიზერული ტრეილერიც უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ.