სერიალები
07 Feb
Peacock-მა ელიზაბეტ ბენქსისა და მეთიუ მაკფადიენის სერიალ „მინიატურული ცოლის“ თიზერი და პრემიერის თარიღი გამოაქვეყნა
სტრიმინგ სერვისმა Peacock-მა გამოაქვეყნა სერიალ „მინიატურული ცოლის“ (The Miniature Wife) პირველი თიზერ ტრეილერი და პრემიერის თარიღი – 9 აპრილი. ელიზაბეტ ბენქსისა და მეთიუ მაკფადიენის მონაწილეობით შექმნილი ეს დრამედია, რომელიც მანუელ გონსალესის მოთხრობას ეფუძნება, იკვლევს მეუღლეებს შორის ძალაუფლების (არა)ბალანსს ტექნოლოგიური ავარიის შემდეგ, რასაც საბოლოო ურთიერთობის კრიზისამდე მივყავართ.