რეიჩელ ზეგლერი ეკრანებს უბრუნდება: „ფიფქიას“ წარუმატებლობის შემდეგ ახალი ფილმის გადაღებები იწყება
რეიჩელ ზეგლერი, რომლის ბოლო ფილმმა „ფიფქია“ სალაროებში წარუმატებლობა განიცადა და კრიტიკოსების დაბალი შეფასებები მიიღო, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ კინოს უბრუნდება. მსახიობი მალე დაიწყებს ახალი ფილმის, „ის ჩემგან იღებს“ (She Gets It from Me) გადაღებებს, რომელშიც მასთან ერთად მარისა ტომეი, ედ ჰელმსი და ნეტ ვულფი ითამაშებენ. ფილმი ნაშვილები გოგონას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავის ბიოლოგიურ დედას ეძებს, და დედობის ბუნების ღრმა კითხვებს ეხება.