კინო
16 Feb
ურუგვაის კინო ლოკარნოს ფესტივალის „ფირსთ ლუქის“ პროგრამის ფოკუსში მოექცევა
ლოკარნოს კინოფესტივალის „ფირსთ ლუქი“, რომელიც საერთაშორისო ართჰაუს კინოსთვის პოსტპროდუქციის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, წელს ურუგვაიზე გაამახვილებს ყურადღებას. პროგრამა, ACAU-სთან პარტნიორობით, ექვს ურუგვაულ სრულმეტრაჟიან ფილმს წარმოადგენს, რომლებიც ამჟამად პოსტპროდუქციის ეტაპზეა. ინიციატივის მიზანია ახალი კინორეჟისორების მხარდაჭერა და ურუგვაის კინემატოგრაფიის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება. განაცხადების მიღება 2026 წლის 6 მაისამდე გაგრძელდება.