კინო
15 Feb
სანდენსის ფესტივალის ტრიუმფატორი „ჯოზეფინი“ შვიდნიშნა კონტრაქტით Sumerian Pictures-მა შეიძინა
ფსიქოლოგიური თრილერი „ჯოზეფინი“, რომელშიც მონაწილეობენ ჩენინგ ტატუმი, ჯემა ჩანი და მეისონ ლილი რივზი და რომელმაც სანდენსის კინოფესტივალზე მაყურებლისა და ჟიურის ჯილდოები მოიპოვა, შვიდნიშნა კონკურენტული გარიგებით Sumerian Pictures-მა შიდა დისტრიბუციისთვის შეიძინა. დრამა მოგვითხრობს 8 წლის გოგონაზე, რომელიც კალიფორნიაში, გოლდენ გეით პარკში სასტიკი თავდასხმის მოწმე ხდება, რის შემდეგაც მისი მშობლები ცდილობენ ქალიშვილს ამ ტრავმასთან გამკლავებაში დაეხმარონ.