„შვიდი სამეფოს რაინდი“: სერიალის შემქმნელი ირა პარკერი მას 40 წლის განმავლობაში გადაღებას გეგმავს
„შვიდი სამეფოს რაინდი“ ვესტეროსში წარმატებული დაბრუნება აღმოჩნდა და მეორე სეზონიც 2027 წელს გამოვა. სერიალის შემქმნელი ირა პარკერი ამბიციურ გეგმას აჟღერებს, რომ პროექტი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და მოგვითხროს დანკისა და ეგის ისტორია მათი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რიჩარდ ლინკლეიტერის „სიყმაწვილის“ მსგავსად. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა საინტერესოა, მისი განხორციელება HBO-ს ბიუჯეტისა და მოთმინების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია. თუმცა, ფანებს მაინც სურთ, რომ დანკისა და