კინო
21 Feb
დისნეიმ „შთამომავლები 5“-ის გამოსვლის თარიღი და თიზერ თრეილერი გამოაქვეყნა
დისნეიმ წარმოადგინა „შთამომავლები 5“-ის, იგივე „შთამომავლები: ბოროტი საოცრებათა ქვეყანას“ გამოსვლის სავარაუდო თარიღი და თიზერ თრეილერი. ფილმი მიყვება რედსა და ქლოეს, რომლებიც დროში მოგზაურობის შემდგომ „ბედნიერად ცხოვრების“ მნიშვნელობას იკვლევენ. ახალი ფილმი, რომელშიც კაილი კენტროლი, მალია ბეიკერი და ბრენდი მონაწილეობენ, ამ ზაფხულს Disney+-სა და Disney Channel-ზე გამოვა.