კინო
12 Feb
ენტონი მაკარტენი პოტსდამის კონფერენციაზე პოლიტიკურ თრილერს გადაიღებს: მთავარ როლებში - პირსი, ჰარისი, ნინიძე
ოთხგზის ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი ენტონი მაკარტენი პოლიტიკურ თრილერს „მშვიდობის ფასი“ გადაიღებს, რომელიც 1945 წლის პოტსდამის კონფერენციის მოვლენებს ასახავს. ფილმში მთავარ როლებს გაი პირსი (ჰარი ს. ტრუმენი), ჯარედ ჰარისი (უინსტონ ჩერჩილი) და მერაბ ნინიძე (იოსებ სტალინი) შეასრულებენ. ფილმი ომის შემდგომი ევროპის მომავალზე მოლაპარაკებებსა და ცივი ომის დასაბამზე მოგვითხრობს.