თამაშები
14 Feb
Pokémon Hollow Woods: ფან-თამაში, რომელიც რეტრო შეგრძნებას და სიახლეებს გვპირდება
პოკემონის ფანების მიერ შექმნილი თამაში Pokémon Hollow Woods 28 თებერვალს გამოვა. ის მოთამაშეებს ობლარის რეგიონში გადაიყვანს, სადაც ორი დაპირისპირებული ფრაქციაა და უამრავი ამბავი გელოდებათ. თამაში აერთიანებს მე-4 თაობის პოკემონის ნოსტალგიურ შეგრძნებას ახალ მახასიათებლებთან და სიუჟეტურ ელემენტებთან, მათ შორის ჩაშენებული ნაზლოკის რეჟიმით.