კინო სიახლეები
14 Feb
„ბოროტი მკვდრების“ ფრენჩაიზი გრძელდება: მეშვიდე ფილმს სავარაუდოდ „ბოროტი მკვდრები: რისხვა“ ერქმევა
კულტურული ჰორორ ფრენჩაიზის „ბოროტი მკვდრები“ (Evil Dead) მეშვიდე ფილმი, სავარაუდოდ სახელწოდებით „ბოროტი მკვდრები: რისხვა“ (Evil Dead Wrath), ახალ ზელანდიაში გადაღებებისთვის ემზადება. რეჟისორ ფრენსის გალუპის პროექტს ზედამხედველობას სემ რაიმი, ბრიუს კემპბელი და რობ ტაპერტი გაუწევენ. დეტალები სიუჟეტის შესახებ საიდუმლოდ რჩება, თუმცა, როგორც ფრენჩაიზის ტრადიცია გვკარნახობს, ნეკრონომიკონი კვლავ იქნება მთავარი ბოროტების წყარო.