თამაშები
20 Feb
მოულოდნელი ტრეილერი „ჰანთერ x ჰანთერისთვის“: ანიმეს ნაცვლად, მობილური თამაში!
„ჰანთერ x ჰანთერის“ ფანები წლებია ახალ ანიმე სერიას ელოდებიან. ახლახან, მათთვის მოულოდნელად, ახალი ტრეილერი გამოვიდა, თუმცა ის მობილური თამაშისთვის, „Hunter x Hunter Nen x Survivor“-ისთვისაა განკუთვნილი და არა ახალი ანიმე სეზონისთვის. მიუხედავად ამისა, ვიდეო შთამბეჭდავია და სერიის საყვარელ პერსონაჟებს აცოცხლებს. დასავლეთში თამაში ჯერ არ გამოსულა, რაც ფანებს ლოდინს აიძულებს.