„უცნაური ამბები: ზღაპრები 85-დან“ – Netflix-მა ანიმაციური სპინ-ოფის ახალი პერსონაჟი და დეტალები წარადგინა
Netflix-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი პერსონაჟი და დეტალები მომავალი ანიმაციური სპინ-ოფისთვის, „უცნაური ამბები: ზღაპრები 85-დან“. სერიალი, რომლის მოქმედებაც 1985 წლის ზამთარში, ჰოუკინსში ვითარდება, გვიამბობს, თუ როგორ უბრუნდება ძველი გუნდი ნორმალურ ცხოვრებას, სანამ ყინულის ქვეშ რაღაც საშინელი გაიღვიძებს. ოდესა აზიონი ახმოვანებს ვარდისფერთმიან „სუპერ პანკ“ ნიკი ბაქსტერს, რომელიც D&D გუნდის „ძალა“ გახდება. ასევე, გამოქვეყნდა ახალი პოსტერები მთავარი გმირებით.