ტეილორ სვიფტის ცეკვა „ოპალაიტის“ კლიპში და როსისა და მონიკას ლეგენდარული იუმორისტული ნომერი „მეგობრებიდან“ – ფანები საოცარ მსგავსებას პოულობენ
მომღერალ ტეილორ სვიფტის ახალ მუსიკალურ ვიდეოში „ოპალაიტი“ შესრულებულმა ცეკვამ ფანები აღაფრთოვანა და მათ მალევე იუმორისტული სერიალ „მეგობრების“ მე-6 სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში როსისა და მონიკას ლეგენდარული საცეკვაო ნომერი გაახსენა. სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ამ ორი ცეკვის საოცარ მსგავსებაზე საუბრობენ და გაოცებულნი არიან იმით, თუ რამდენად ემთხვევა ისინი ერთმანეთს.