გართობა
17 Feb
ნატალი პორტმანი „ვარსკვლავური ომების“ გადასაღებ მოედანზე მოპარული „იკონური“ ნივთის შესახებ
მსახიობმა ნატალი პორტმანმა „დრიუ ბერიმორის შოუში“ ისაუბრა „ვარსკვლავური ომების“ გადასაღებ მოედანზე ანაკინის ნაწნავის „მოპარვისა“ და მისი შემდგომი დაკარგვის შესახებ. მან ნივთს „იკონური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ამბავს უზიარებს საზოგადოებას. მსახიობმა ასევე გაიხსენა, რომ თავდაპირველად არ აცნობიერებდა ფრენჩაიზის მასშტაბურ ფანბაზას.