კულტურა
08 Feb
„ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები“ – სერიალის მეორე სეზონი და ტოლკინის ლურჯი ჯადოქრების საიდუმლო
ჯ.რ.რ. ტოლკინის უზარმაზარი მითოლოგიური სამყაროს, არდას, სიღრმე და მასშტაბები დღემდე აოცებს მკითხველს. მისი ფუნდამენტური ნაშრომები „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ მაღალი ფენტეზის ჟანრის ეტალონად იქცა. ამ სამყაროს ერთ-ერთი დიდი საიდუმლო იყო ორი ლურჯი ჯადოქრის, ისტარის ბედი, რომელზეც თავად ტოლკინსაც კი არ ჰქონდა საბოლოო პასუხი. Prime Video-ს სერიალის „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები“ მეორე სეზონში მაყურებელმა შეიტყო, რომ იდუმალი უცხო განდალფ რუხია, ხოლო ბნელი ჯადოქარი, რომელსაც კიარან