კინო
22 Feb
ფარაზ შარიატის „დევნა“ და ალისა კოვალენკოს „კვალები“ ბერლინალეს „პანორამას“ მთავარი ჯილდოების მფლობელები გახდნენ
ბერლინის კინოფესტივალის „პანორამას“ სექციაში, მთავარი ჯილდოები ორმა აქტუალურმა და პოლიტიკურად დატვირთულმა ფილმმა მოიპოვა. ფარაზ შარიატის დრამა „დევნა“, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში მემარჯვენე ექსტრემიზმთან ბრძოლის მცდელობას ეხება, საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის განკუთვნილი პრიზით დაჯილდოვდა. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო კი ალისა კოვალენკოს „კვალებს“ ერგო, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად სექსუალური ძალადობის მსხვერპლ უკრაინელ ქალებს ეძღვნება.