„დრაკონის სახლი“ – მე-3 სეზონის ტრეილერი გამოვიდა: ვესტეროსი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზეა
„დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის პირველი ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ტარგარიენების სამოქალაქო ომი, „მწვანეებსა“ და „შავებს“ შორის, უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწევს. კადრებში ჩანს, რომ დრაკონები საბრძოლო იარაღებად იქცევიან, ვესტეროსი კი სრული ქაოსის პირასაა. სეზონი HBO-ზე ივნისში ბრუნდება.