კინო
12 Feb
CPH:DOX 2026-ის პროგრამა ცნობილია: ქართული ფილმი „სახლის გარეშე სიმღერა“ კონკურსშია
კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალმა CPH:DOX 2026 წლის კონკურსის პროგრამა გამოაქვეყნა. ფესტივალის 23-ე გამოშვება 11-22 მარტს გაიმართება და 74 ფილმს წარმოადგენს, მათ შორის 53 მსოფლიო პრემიერას. წელს პირველად გადაეცემა FIPRESCI-ის ჯილდო, რისთვისაც DOX:AWARD-ის კონკურსში 12 ფილმია ნომინირებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კონკურსში ქართველი რეჟისორის, რატი წითელაძის ფილმი „სახლის გარეშე სიმღერა“ მონაწილეობს.