გასართობი ამბები
27 Feb
Game of Thrones-ის ფანებმა Breaking Bad-ს IMDb-ზე რეიტინგი „აუფეთქეს“ – HBO Max Nordic-ის სახალისო პასუხი
13 წლის განმავლობაში, სერიალ „Breaking Bad“-ის ეპიზოდი „Ozymandias“ IMDb-ზე ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული სატელევიზიო ეპიზოდი იყო. თუმცა, „Game of Thrones“-ის ფანებმა, ახალი სპინოფის „A Knight of the Seven Kingdoms“ ეპიზოდის „In the Name of a Mother“ გამოსვლის შემდეგ, გადაწყვიტეს მისი რეიტინგის დაწევა ერთი ვარსკვლავით. ამას მოჰყვა HBO Max Nordic-ის სახალისო ვიდეო პასუხი, რამაც თაყვანისმცემლებს შორის ონლაინ „ომი“ კიდევ უფრო გაამძაფრა.